მოქალაქე გოჩა შათირიშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს დათა ახალაიას უჩივის. შათირიშვილი საქართველოს მთავარ პროკურორს ახალაიასა და სხვა დამნაშავე პირთა მიმართ სისხლისა სამართლებრივი დევნის დაწყების თხოვნით მიმართავს.
გოჩა შათირიშვილი "ჯი-ეიჩ-ენს" მოუყვა თუ როგორც გაუსწორდა მას პირადად დათა ახალაია. მისი თქმით, 2011 წლის 11 ოქტომბერს მას დაუკაშვირდა თავისი ნაცნობი, რომელიც ასევე დათა ახალაიას ნათესავია და მასთან სამსახურში მისვლა სთხოვა. მოდულის შენობაში მას დათა ახალაიას კაბინეტში დახვდნენ - დათა ახალია, კობა ბულია და მისთვის უცნობი დაახლოებით 15-20 პიროვნება.
"დათა ახალაიამ, რომელიც იყო აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში აგრესიული ტონით მითხრა, ვითომ გარეული ვიყავი რაღაც მაქინაციებსა და თაღლითობებში. დაუძახებდა სოსო თოფურიძეს, რომელიც დამაკავებდა და ტელევიზიის საშუალებით აჩვენებდა ყოველივეს. Mმე ვუთხარი დაწყნარებულიყო და აეხსნა კონკრეტულად, თუ რაში მდებდა ბრალს, ამის სანაცვლოდ მან გაბრაზებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. Aამის გაგონებაზე, ჩემთვის უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება დამიპირეს. დათა ახალაიამ ისინი გააჩერა და მითხრა, რომ მისი ნათესავისთვის კობა ბულიასთვის გადამეხადა 20 000 აშშ დოლარი. შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა გადამეხადა, დათა ახალაიამ მიპასუხა, რომ თითქოს მას გააჩნდა ჩემი და კობა ბულიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რითაც თითქოს დგინდებოდა ჩემი თაღლითური ქმედება, რაზეც განვუცხადე, რომ ასეთი ფაქტი რეალურად არ იარსებებდა", - ამბობს შათირიშვილი და
შათირიშვილის მონათხრობის მიხედვით, მის პასუხზე დათა ახალაიამ კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გადაიყვანა კაბინეტის გვერდზე მდებარე ოთახში, სადაც იქ მყოფ ერთ-ერთ გამომძიებელს, რომელიც თემურ ბოჭორიშვილს უბრძანა დაეკავებინა და "შემდგომში პირადად შემხვდებოდა ციხეში". მისივე თქმით, ახალაია ციხეში ანგარიშსწორებით ემქურებოდა.
გამომძიებელმა დაკითხა, მაგრამ არ განუმარტავს მისი უფლებები, ამიტომ შათირიშვილი ამბობს, რომ არ იცის რა სტატუსით დაიკითხა. შედგა დაკავების ოქმი, თუმცა 5 საათის შემდეგ გამოუშვეს და ურჩიეს, რომ 20 000 აშშ დოლარი გადაეხადა კობა ბულიასთვის. გამომძიებელთან კი მეორე დღისთვის დაიბარეს.
შათირიშვილიო იხსენებს, რომ გამომძიებელ თემურ ბოჭორიშვილთან კვლავ დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაჟინებით მოითხოვდნენ გადაეხადა დათა ახალაიას ნათესავისთვის 20 000 აშშ დოლარი. "გამომძიებლის გადმოცემით ითვალისწინებდა ჩემთან ძველ პარტიულ ურთიერთობებს და ვითომ, ამის გამომო ჩემი დაკავება არ სურდა. Aამ დღეს გამათავისუფლეს დაახლოებით, 19:00 საათზე და კობა ბულიასთვის 20 000 აშშ დოლარის მისაცემად ათ დღიანი ვადა მომცეს", - ჰყვება შათირიშვილი და შემდეგ მოვლენებს ასე იხსენებს:
22 ოქტომბერს კვლავ დაუკავშირდა გამომძიებელი და დაინტერესდა აპირებდა თუ არა თანხის გადახდას. "ამგვარი დაბარებები მოდულის შენობაში დაახლოებით, 7-8 ჯერ განხორციელდა".
შათირიშვილის ინფორმაციით, ამდენი აუტანელი ფსიქოლოგიოური ზეწოლის მიუხედავად, არ აპირებდი თანხის გადახდას, მაგრამ ვინაიდან დადგა დაპატიმრების რეალური საშიშროების წინაშე, იძულებული გახდა თანხა გადაეხადა. ისესხა 20 ათასი დოლარი პროცენტის გადახდით და 18 ნოემბერს გამომძიებელთან მივიდა.
"იქ მოიყვანეს კობა ბულია და მისი და, რომელიც პირველად ვნახე, იქვე მოხდა ჩემს მიერ 20 000 აშშ დოლარის გადაცემა, რაც ვიდეოკამერით ფიქსირდებოდა. გამომძიებელმა შეადგინა სათანადო ოქმი, ამის შემდეგ გამომძიებელმა კობა ბულიას უთხრა თანხა ბანკში შეემოწმებინა ყალბი ხომ არ იყო. მეც გავყევი კობა ბულიას ,,რესპუბლიკა" ბანკის ფილიალში, რომელიც მოდულის შენობის სიახლოვეს მდებარეობს, მოპირდაპირე მხარეს. დაახლოებით, 13-14 საათზე კობა ბულიამ შეამოწმა თანხა და საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა. ამ ოპერაციას მეც ვესწრებოდი და და ბანკის სათვალთვალო კამერებში აუცილებლად დავფიქსირდებოდი. Bბანკიდან გამოსვლის შემდეგ, კობა ბულიამ გარკვევით მითხრა, თუ რატომ ვიხდიდი ამ თანხას, მაგრამ მისთვის არაფერი მითქვამს, რადგან მან ყველაფერი კარგად იცოდა", - ამბობს შათირიშვილი.