9-10 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით ბერლინალეს წარმომადგენლები ჩამოვლენ. ესენი არიან: ბერლინალეს ფორუმის ხელმძღვანელი - კრისტოფ ტერჰეხტე და ბერლინალეს სელექციონერი - ნიკოლაი ნიკიტინი.
ეროვნული კინოცენტრის მოწვევით ჩამოსული სტუმრები გაეცნობიან ქვეყანაში მიმდინარე კინოპროცესებს, ნახავენ ბოლო პერიოდის ქართულ ფილმებს და შეხვდებიან ქართველ კინემატოგრაფისტებს. განსაკუთრებულ ინტერესს მათში ქართული კინოსექტორის ახალგაზრდა წარმომადგენლები იწვევენ.
ნიკოლაი ნიკიტინისთვის ეს არ იქნება პირველი ვიზიტი საქართველოში. ის თბილისში ბოშის ფონდის პროექტის ფარგლებშიც არის ნამყოფი.
ბერლინალესთან ეროვნული კინოცენტრი უკვე წლებია თანამშრომლობს. 2013 წელს ფესტივალის მარკეტზე საქართველო უკვე მეშვიდედ წარდგება.