მაგისტრალურ გაზსადენზე პრობლემები ლიკვიდირებულია. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მაგისტრალური გაზსადენიდან მილის მოპარვა სცადეს.
ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 98-ე კილომეტრზე, ზუგდიდთან ახლოს, დაუდგენელმა პირებმა გაზსადენიდან მილის მოპარვა 7 ოქტომბერს სცადეს. შემთხვევის დროს გაზსადენი წნევის ქვეშ იმყოფებოდა, რის შედეგადაც მოხდა აალება.
გაზსადენის ოპერატორი - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებმა, დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს.
აღდგენითი სამუშაო დასრულებულია. მომხდარის მიუხედავად, ზუგდიდის გაზმომარაგებას პრობლემები არ შეჰქმნია.