13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები, გუნდი და სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავენ.
კონცერტის პროგრამაSia პრემიერა - პირველად შესრულდება კომპოზიტორ ირაკლი ცინცაძის კანტატა ოთხი სოლისტის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის. კანტატა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებზეა შექმნილი 2007 წელს. მთავარ პარტიებს შეასრულებენ თეატრის სოლისტები _ ირინე თაბორიძე (სოპრანო), ირინე ალექსიძე (მეცოსოპრანო), არმაზ დარაშვილი (ტენორი), გოჩა დათუსანი-ჯიღაური (ბანი).
კონცერტის მეორე განყოფილება კი ცნობილ საოპერო ჰანგებს დაეთმობა. თეატრის სოლისტი ელენა პუტილოვა (მეცოსოპრანო) იმღერებს არიებს როსინის, დონიცეტის, ვერდის, სენ-სანსის, ბიზეს, მასკანის, ჩილეას უკვდავი ოპერებიდან.
კონცერტს წარუძღვება იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩiანო.