მკვლელობა მოხდა თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დანაშაულის თვითმხილველებმა განუცხადეს, ურთიერთშელაპარაკების შედეგად 43 წლის გელა თ-შვილი 24 წლის მამაკაცმა დანით მოკლა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდიაცვალა. მას გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციას თავად ჩაბარდა.
საქმეს შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.