ყვარლის სამედიცინო ცენტრიდან, 24 წლის მამაკაცი, დაუდგენელი ვირუსით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ექიმების თქმით, მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მათივე თქმით, რა ტიპის ვირუსით არის პაციენტი დაინფიცირებული, ამას ლაბორატორიული კვლევა დაადგენს.