"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი გენადი ონიშენკო ქართველ ღვინის მწარმოებლებს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონიშენკო აცხადებს, რომ ნაკლებსავარაუდოა, რომ ქართული ღვინო უახლოეს მომავალში რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს.
"მიუხედავად საქართველოში მომხდარი ცვლილებებისა ჩვენ ჯერ ჯერობით არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას კონკრეტული წინადადებები შევთავაზოთ",_ განაცხადა ონიშენკომ დღეს თუმცა აღნიშნა, რომ ყოველივე ამასთან ერთად ბიზნესთან კონტაქტები გრძელდება.
"ამის დასტურად დღეს მოსკოვში გაიმართება შეხვედრა ქართველ ღვინის მწარმოებლებთან", _აცხადებს ონიშენკომ.
აღსანიშნავია, რომ "როსპოტრებნადზორი" რუსულ ბაზარზე ახალი აფხაზური ღვინის მწარმოებელი დაწესებულებების შეშვების საკითხს განიხილავს და რუსულ ბაზარზე აფხაზური ღვინოების არჩევანი გამრავალფეროვნებას გამორიცხავს.