პაატა ზაქარეიშვილი ის ადამიანია, რომელიც ღიად საუბრობდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე, - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ლევან ვეფხვაძე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრა პაატა ზაქარეიშვილის კანდიდატურის შეფასებისას.
ვეფხვაძე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად პაატა ზაქარეიშვილის წარდგენას პესიმისტურად უყურებს.
"პაატა ზაქარეიშვილი ის ადამიანია, რომელიც ღიად საუბრობდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე და ის პოლიტიკა, რომელიც შეიძლება ზაქარეიშვილმა განახორციელოს კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ ვფიქრობ, ეს ჩვენი მხრიდან ამ რეგიონებზე უარი თქმაა რაც ჩვენთვის ცუდად დასრულდება", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლევან ვეფხვაძემ.