,ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი კოალიციაში შემავალი პარტიებს შორის ძალაუფლების მოპოვების მიზნით დაძაბულობას არ გამორიცხავს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვეფხვაძემ განაცხადა უახლოეს მომავალში გამოჩნდება რამდენად გაამართლებს მინისტრთა ახალი კაბინეტი.
,,საბოლოო ჯამში დრო გვიჩვენებს, თუ ვინ რის გამკეთებელია. პრინციპში მოსალოდნელი იყო ის გადაწყვეტილებები, რაც განხორციელდა, თუმცა რამდენად შეინარჩუნებენ ერთიანობასა და იმუშავებენ გუნდური პრინციპით გარკვეული ეჭვების გამოთქმა შეიძლება, რადგან ცვლილებების შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური წარმომავლობის ფიგურებს შორის დაპირიპსირება ხდება. Aასე იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ და ახლაც შეიძლება ასე მოხდეს", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვეფხვაძემ და რომ ივანიშვილმა შს მინისტრად მისთვის ერთგული ადამიანი დანიშნა.
"ივანიშვილმა თავის ყველაზე ერთგული ადამიანი დანიშნა შს მინისტრად, თუმცა ანგარიში გაუწია ირაკლი ალასანიასაც და თავდაცვის მინისტრად დანიშნა. ვნახოთ, როგორ გაამართლებენ", _ განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დღეს დაასახელა.