"პროკურატურას უნდა ჩამოეხსნას პოლიტიკური რეპრესიების მანქანის ფუნქცია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილავილმა.
მისივე განცხადებით, პროკურატურამ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს.
"ჩვენი მთავარი ფუნქცია იქნება ის, რომ პროკურატურამ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა და ფუნქცია შეასრულოს. Eეს არის დანაშაულის გახსნა, გამოვლენა, გამოძიებაზე ზედამხედველობა. ასევე პროკურატურას უნდა ჩამოეხსნას პოლიტიკური რეპრესიების მანქანის ფუნქცია, რომელიც დღეს გააჩნია. სასამართლოში უნდა აღდგეს მხარეთა თანასწორუფლებიანობა და უნდა დასრულდეს პროკურატურის დიქტატურა სასამართლოზე, რომელიც დღეს არსებობს", _განაცხადა კბილაშვილმა.