ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გრძელდება ფიზიკური და მორალური ზეწოლა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და თავმჯდომარეებზე.
"სამწუხარო ფაქტი მოხდა 7 ოქტომბერს, ქ. ხაშურში, როდესაც არჩევნების პროცესით უკმაყოფილო, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს იმედო ლაცაბიძეს და შემდეგ შეეცადა ავტომობილით დაჯახებოდა მას. აღნიშნული ფაქტის შესახებ იმედო ლაცაბიძემ განცხადებით მიმართა პოლიციას", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გმობს ზეწოლის აღნიშნულ ფაქტს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას ხელი არ შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაში.