ჩელიაბინსკის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ზურაბ ენდელაძე იგივე "ზურაბ ქუთაისსკი" დააკავეს. ენდელაძე ეროვნებით ქართველია, თუმცა მას სომხეთის მოქალაქეობა აქვს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ახლა წყდება საკითხი იმის შესახებ თუ რომელი ქვეყანა მიიღებს ამ ე.წ. კანონიერ ქურდს. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ენდელაძის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნა 2016 წლამდე "არასასურველადაა" შეფასებული. ამირომაც ამჟამად სომხეთსა და საქართველოში გაგზავნილია მოთხოვნები დეპორტაციის შესახებ.
ამჟამად ენდელაძე სპეცგამანაწილებელშია მოთავსებული და სომხეთში ან საქართველოში დეპორტაციას ელის.
ენდელაძე ე.წ. კანონიერ ქურდად 2008 წელს ქალაქ ბალაშოვის ციხეში "აკურთხეს". იქ იგი "ძაეცვისა" და "ყაჩაღობის" მუხლით იხდის სასჯელს.