ის აჟიოტაჟი, ბურჯანაძე უნდა იყოს თუ არა ამ მთავრობაში, არ მესმის, - აცხადებს გაზეთ "ქრონიკასთან” ინტერვიუში დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
ბურჯანაძე თვად სხვამს კითხვას, "რატომ უნდა იყოს ნინო ბურჯანაძე ამ მთავრობაში?!."
"ჩვენ თუ თანდათან მივდივართ დემოკრატიული ქვეყნისკენ, დემოკრატიულ ქვეყანაში
არის ძალიან მარტივი წესი, იგებს ერთი პოლიტიკური ძალა, ეს პოლიტიკური ძალა აყალიბებს მთავრობას და იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. ჩვენ რომ ვყოფილიყავით კოალიციის წევრი, რა თქმა უნდა, ეს საკითხი რაღაც ფორმით დადგებოდა. ჩვენ მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადეთ ბატონ ბიძინას და არც გვიფიქრია, რომ კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი უნდა
ყოფილიყო მთავრობაში", - აცხადებს ბურჯანაძე.
ბრჯანაძე აცხადებს, რომ მას ციხეებში უკანონოდ მყოფი საკუთარი თანაბრძოლების გათავისუფლების იმედი აქვს.
"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ და ამის იმედი ნამდვილად მაქვს, ის ადამიანები, რომლებიც `დემოკრატიული მოძრაობისა და `სახალხო კრების~ წარმომადგენლები არიან, უპირველეს ყოვლისა, რომლებიც ციხეში სხედან, სხვა უკანონო პატიმრებთან ერთად, აუცილებლად განთავისუფლდებიან უმოკლე ვადებში. ვიცი, რომ ამაზე
`ქართული ოცნების~ ძალია ბევრი წარმომადგენელი პირადად იზრუნებს, ასევე იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები, რომლებიც სამსახურიდან გამოყარეს მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგი მათგანი ჩვენი ორგანიზაციის წევრი იყო, ზოგი აქტივისტი, ის ადამიანები როგორც პროფესიონალები, დაიბრუნებენ თავის ადგილს", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მისივე თქმით აბსოლუტურად ნორმალური და ლოგიკურია ის, რომ `ქართულმა ოცნებამ~ მოიგო არჩევნებში და `ქართულმა ოცნებამ~ თავისი კანდიდატებით უნდა დააკომპლექტოს მთავრობის გუნდი.
"კიდევ ერთხელ გიმეორებთ, _ თეორიულადაც როგორ წარმოგიდგენიათ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის თანამშრომლობა?", - აცხადებს ბურჯანაძე და დასძენს, - " ამ ბოლო დღეებშ ძალიან ბევრი რამ მოხდა და, როგორც ჩანს, კიდევ უამრავი რამ მოხდება. ვითარება მიუთითებს მათი შანსების მინიმუმამდე დაყვანას, მაგრამ ის, რომ
საბოტაჟის მცდელობებია, როგორც კი სააკაშვილმა განცხადება გააკეთა ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით, კიდეც ვთქვი, რომ საჩვენებლად გვაჩვენებდნენ, ვითომ `კანონიერი ქურდები~ ჩამოვიდნენ, შეგნებულად მოხდებოდა ძარცვაზე პოლიციელების წაყრუება.. მესმის, რომ ემოციურად ბატონი ბიძინასთვისაც ძალიან რთულია სააკაშვილთან და მის გარემოცვასთან ურთიერთობა, ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამანს აქვს სურვილი, 2003 წლის მსგავსად როდის დაიჭერენ და გაასამართლებენ კრიმინალ ხელისუფლებას, მაგრამ არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, როდესაც ადამიანებს მეტწილად პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იჭერდნენ".