ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით მოქმედი პრეზიდენტი უგო ჩავესი ლიდერობს. 90% ბიულეტენების დამუშავების შემდეგ ჩავესმა ხმების 54% მიიღო. მისმა კონკურეტმა ენრიკე კაპრილესმა კი 45%.
არჩევნების შედეგების პროგნოზირებისგან ექსერტები თავს იკავებდნენ და აცხადებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში უგო ჩავესი მოვიდა, ეს იყო პირველი არჩევნები, რომლის შედეგების განჭვრეტა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.
უგო ჩავესი ხელისუფლებაში 1998 წელს მოვიდა. გამარჯვების შემთხვევაში იგი მეოთხედ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი და როგორც თავად აღნიშნავს გააგრძელებს "სოციალისტური რევოლუციას".
ჩევესს სერიოზულ კონკურენცია გაუწია ენრიკე კაპრილესმაი, რომელსაც მხარს უჭერდა 30 პოზიციური პარტია.
კაპრილესის საარჩევო პროგრამა ქვეყნის ეკონომიკრი ზრდაზე იყო ორიენტირებული.
საარჩევნო უბნებზე წესრიგს 100 ათასი ჯარისკაცი იცავდა.
ვენესუელაში წინსაარჩევნო კამპანია ოპოზიციის მომხდეთა დევნით, მათი შევიწროებითა და დაპატიმრებულთა დიდო რაოდენობით გამორჩეოდა.