დღეს, 8 ოქტომბერს 11 საათზე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს.
მთავრობის შემადგენლობის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები კოალიციის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან მისსავე ბიზნესცენტრში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა რამდენიმე მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატთა ვინაობა.
შს მინისტრის პოსტზე წარგდენილი იქნება ირაკლი ღარიბაშილი; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.