,,ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კულტურის სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ.
მთაწმინდაზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მსახიობები გივი ბერიკაშვილი, გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი და კახი კავსაძე, პოეტი დათო მაღრაძე და მხატვარი ნიკუშა შენგელაია იმყოფებიან.
როგორც ჟურნალისტებთან კახი კავსაძემ განცხადა ისინი ივანიშვილმა სადილზე მიიწვია.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ბიზნესცენტრში ასევე იმყოფებიან კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი და ექსპერტი გია ხუხაშვილი.