ბიზნესმენები სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაში სხვადასხვა სექტორის 200-მდე ბიზნესმენი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ- საბანკო , ფარმაცევტული , ნავთობკომპანიებისა და ასევე სხვა ბიზნესტრუქტურების წარმომადგენლები.
ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს განუცხადა, რომ ის არ შეეგუება მონოპოლიების არსებობას და ბიზნესმენებს მოუწოდა, თავადვე გადახედონ საკუთარ საქმიანობას და შეამცირონ ფასები პროდუქციაზე.
ასევე მან განაცხადა ,რომ საქართველოში ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და დისტანცირდებოდეს ჩინოვნიკებისაგან. . ის ბიზნესწრეებს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შრომის კოდექსის მოწესრიგებას, ბიზნესგარემოს გაჯანსაღებასა და მხარდაჭერას შეჰპირდა.
შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა "ალბატროს ჯგუფის" წარმომადგენელი ნიკოლოზ დარსაველიძე რომლის, შეკითხვა შეეხებოდა იმას, თუ როდის შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი ბიზნესმენები საქართველოში ჩამოსვლას და წართმეული ბიზნესის დაბრუნებას. ასევე ის დაინტერესდა საინიაციტივო ჯგუფის ,, ბიზნესმენები საქაართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის ,, მიერ იდენტიფიცირებულ პატიმრობაში მყოფი 150-მდე უდანაშაულო ბიზნესმენის შემდგომი ბედის შესახებ".
ბიძინა ივანიშვილის თქმით, თითოეული კონკრეტული საქმის განხილვა უნდა მოხდეს უახლეს მომავალში სამართლიანი სასამართლოს პირობებში და, შესაბამისად, იქნება მიღებული გადაწყვეტილებებიც, ქვეყანაში როგორც სასამართლო, ასევე ბიზნესი უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული.
ასევე, მან დასძინა, რომ ის პირადათ იცნობს ბიზნესმენ ბეგიაშვილისა და ალბატროს ჯგუფის საქმეს და მომხდარს საკმაოდ მძიმე შემთხვევად აფასებს.
"ყველამ ვიცით, რა ხება ქვეყანაში, ნურავინ იფიქრებს რომ რაიმე შერჩეს. ჩვენი სურვილია ნაკლები ადამიანი დაისაჯოს, იქნებ მათ სასამართლოზეც არ მოუწიოთ წარდგომა, ისე მოაგვარონ ყველაფერი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სასამართლოების გარეშე საქმის მოგვარების ინიციატივით გასულ კვირას ხელისუფლებას ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმაც მიმართა ჰოლდინგური კომპანია ვაკე-5-ის და ალბატროს ჯგუფის დამფუძნებელი ხელისუფლებისაგან მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტასა და როგორც წართმეულ ისე დაყადაღებულ ქონების დაბრუნებასა და მისი და მისი კომპანიების მიმართ კანონსაწინაღმდეგოგო ქმედებაში მონაწილე პირების გამოვლენას ითხოვს.
,, ამ ნაბიჯით ჩვენი ქვეყანა თავიდან აიცილებს მორიგ გარჩევებსა და ჯარიმებს საერთაშორისო სასამართლოებში თუ არბიტრაჟებში", - ნათქვამია განცხადებაში.
დავით ბეგიაშვილის განმარტებით ის ახლო მომოვალში მიმართავს საქართველოს პროკურატურას, უდანაშაულობის გამო მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის თაობაზე და ასევე გამოსაძიებლად გადასცემს მისი და მისი კომპანიების წინააგმდეგ კანონსაწინაარმდეგო ქმედებებში მონაწილე პირთა სიას.
კეთილი ნების გამოჩენისათვის წინა კვირას საჯარო მოხელეებს, ასევე "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც მიმართა მან საჯარო მოხელეებს მოუწოდა საკუთარი ნებით დათმონ მიტაცებული ქონება., და რომ ის ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენს.
"დარჩენილ დროში, ორმხრივი მოლაპარაკების გზით, მეგობრულად, მეზობლურად იქნებ იმისთვის, რომ სასამართლო პროცედურები არ გაჭიანურდეს, საჯარო მოხელეებმა სასამართლოს გარეშე დათმონ ძალადობით მითვისებული ქონება" - განაცხადა ჟურნალისტებთან ივანიშვილმა..