"პოლიეთილენის პაკეტი - საზოგადოების მტერია" - კახეთში, საგარეჯოს რაიონში დასრულდა. აქციაში უშუალოდ გარემოს დაცვის მინისტრმა, გოგა ხაჩიძემაც მიიღო მონაწილეობა.
"2010 წელი გარემოს დაცვის სამინისტროსთვის არის დასუფთავების წელი. თითქმის ყოველ დღეს გავდივართ კონკრეტულ ადგილზე და ნაგვისგან ვასუფთავებთ. სირცხვილია, რომ ჩვენ, მოქალაქეები ვცხოვრობთ ამ ნაგვის გვერდით, ვერანაირ მტერს ვერ დავამარცხებთ, თუ ნაგვის დამარცხებას ვერ შევძლებთ. ამერიკელები, ევროპელები და მით უმეტეს ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი არ მოვა და არ დაგვილაგებს. ეს თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელია" - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.