საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2012 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის # 1 სასჯელასრულების დაწესებულებაში სრულად გამოიცვალა ლეიბები, ბალიშები და თეთრეული.
აღნიშნულ პროცესს წინ უძღვოდა პატიმართა პრეტენზიები და ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დაწესებულებაში გავრცელებული იყო სხვადასხვა მწერები და მკბენარები. აღნიშნულის აღმოსაფხვრელად დაწესებულებაში ჩატარდა დეზინსექცია, რის შემდეგაც პატიმრებს გადაეცათ ახალი ლეიბები, ბალიშები და თეთრეული. ამავდროულად მომავალ კვირას დაწესებულებაში დარიგდება ახალი გადასაფარებლები.
#1 სასჯელაღსრულების დაწესებულება, ისევე როგორც ბათუმის #3 და ზუგდიდის #4 დაწესებულებები, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო აუცილებლად საჭიროებს დახურვას. თუმცა ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებული პატიმრების რაოდენობის გათვალისწინებით სამწუხაროდ ეს შეუძლებელია.