თურქეთის არმიამ სირიის ტერიტორიის მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნა, მას შემდეგ რაც სირიიდან გამოშვებული ნაღმი თურქეთის პროვინცია ხატაიში აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
ეს თურქეთის მიერ სირიისათვის ცეცხლის გახსნაზე გაცემული პირველი პასუხი როდია.
თურქეთ-სირიის საზღვარზე დაძაბულობა ოთხშაბათს საღამოს დაიწყო, როდესაც სირიის მხრიდან თურქეთის ტერიტორია სარტილერიამ დაცხრილა. აღნიშნულის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა.
ამის პასუხად თურქეთმა სირიის იმ ტერიტორიის მიმართულებით გახსნა ცეცხლი საიდანაც დაცხრილვა განხორციელდა.