პოლიცია, რომელიც ჩამოყალიბდა, ქვეყნის მონაპოვარია და არა კონკრეტული მინისტრის, რომელმაც ეს სახლში უნდა წაიღოს, - განაცხადა შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა ეკა ზღულაძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართულ თათბირზე.
მისი თქმით, ის განცხადებით, პოლიციელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში წესრიგის რღვევა არ მოხდეს.
"მიმდინარეობს მუშაობა, რომ ბოლო დღეებში ჩადენილი კრიმინალური ფაქტები გაიხსნას და ამით მოსალოდნელი დანაშაულების თავიდან აცილება მოხდეს. ჩვენ გვაქვს ის განცდა, რომ პოლიცია, რომელიც ჩამოყალიბდა, ქვეყნის მონაპოვარია და არა კონკრეტული მინისტრის, რომელმაც ეს სახლში უნდა წაიღოს. ამიტომ პოლიციელები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას ეს დანაშაულები და ამით დავიჭიროთ სიტუაცია და არ მივცეთ გაფართოების შესაძლებლობა", - განაცხადა ზღულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები