საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია ამერიკელმა სამართალდამცველებმა საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს.
მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ბასილია სწორედ აშშ-ს საემიგრაციო სამსახურმა აიყვანა.
"მას დევნილის სტატუსი არ ჰქონდა და აშშ-ში დარღვევით იმყოფებოდა", - აცხადებენ პროკურატურაში და აქვე განმარტავენ, რომ სავარაუდოდ, ბასილიას საქართველოში დეპორტაცია მოხდება.
აღსანიშნავია, რომ ბასილია შეერთებული შტატებისგან პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვდა, რასაც საემიგრაციო სამსახური ბოლო ორი წელია განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ, სამსახურმა ბასელიასთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი თქვა და მისი დეპორტაცია მოითხოვა.
ბასილიას საქართველოში დეპორტაციის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბასელიას საქართველოს მართლმსაჯულების მიერ რამდენიმე ბრალდების საფუძველზე თავისუფლების 9 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი. მასზე ძებნა ინტერპოლით იყო გამოცხადებული.