8-9 ოქტომბერს, 14:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის პირველი რეგიონალური კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაზე წარიმართება დებატები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ კულტურულ საკითხებზე და პირველად შეიკრიბება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შემავალი ექვსი სახელმწიფო - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, ასევე ევროკავშირში შემავალი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
კონფერენციას დაესწრება აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის 100 მონაწილე, რომელიც წარმოადგენს საჯარო და კერძო კულტურის სექტორს; მათ შორის იქნებიან სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურული ინდუსტრიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოღვაწე მსახიობები.
პრესკონფერენციაზე მოწვეული არიან ჟურნალისტები, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის პირველი რეგიონალური კონფერენციის შედეგები შეჯამდეს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის მიზანია მის წევრ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სასომხეთი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) კულტურული სექტორის როლის გაძლიერება და კულტურისთვის, როგორც რეფორმების ხელშემწყობი ძალის და ტოლერანტობისა და სოციალური ერთობის პაპულარიზაციის მექანიზმისთვის, უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭება. აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის მიზანია, მუდმივად განვითარებად რეგიონებში, მხარი დაუჭიროს კულტურის მნიშვნელობას და ევროკავშირთან ერთად ხელი შეუწყოს რეგიონალურ თანამშრომლობას სახელმწიფო ინსტიტუტებში, სამოქალაქო საზოგადოების კულტურულ ორგანიზაციებსა და რეგიონში არსებულ აკადემიურ ინსტიტუტებში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად რეგიონში მიმდინარე 15 პროექტს აფინანსებს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას მუდმივად უწევს დახმარებას.