"მაესტროს" წყაროს ინფორმაციით, ყაჩაღობის ფაქტების გახშირება ხელისუფლების პროვოცირებულია.
"ძირითადად, დავალება, გაფრთხილება არის ასეთი, რომ შეიძლება დაგვავალონ დანაშაულის ჩადენა, ვიღაცის გალახვა, მოპარვა, წართმევა. გვპირდებიან, რომ ამის გამო არ დაგვიჭერენ. რასაც მოიპარავ, სახლში კი არ გატანენ, არამედ გითვლიან, რომ დავალება შეასრულე", - განაცხადა "მაესტროს" ეთერში სანდო წყარომ.
გავრცელებულ ინფორმაციით, "მაესტრო" აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ ინტერვიუს 21:00 საათზე გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ყაჩაღობის შემთხვევებმა იმატა.