მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
მათი განცხადებით, დღეს, 15:00 საათზე, ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით გავრცელდა დეზინფორმაცია, იმის თაობაზე თითქოს გარდაბნის რაიონში საარჩევნო საჩივრების განხილვა მიმდინარეობს ხმაურიანი აქციების ფონზე, რომელსაც პოლიტიკური კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე აწყობს.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საჩივრების განხილვა მიმდინარეობს ქალაქ რუსთავში, რაც შეეხება აქციას, მას ნეიტრალურ ტერიტორიაზე აწყობენ გარდაბნელი ამომრჩევლები, გაშლილია 3 კარავი, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელი, ქართველი და ოსი გარდაბნის მცხოვრებლები თავიანთი ხმების დასაცავად მშვიდობიანი მეთოდით (შიმშილობით) იბრძვიან. აქცია მათ მიერაა ორგანიზებული და არა პოლიტიკური კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" და მისი მაჟროტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა არეშიძის მიერ, თუმცა დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით მას მორალური უფლება არ აქვს, გვერდით არ ამოუდგეს ამომრჩეველს და არ დაეხმაროს მათ სამართლიანობის აღდგენაში", - ნათქვამია განცხადებაში.