საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემთა შეგროვების ელექტრონულ მეთოდზე გადავიდა. მე-3 კვარტალის სტატისტიკური გამოკვლევებიდან, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოკვლევაში მონაწილე რესპოდენტებს შესთავაზა ელექტრონული, ონლაინკითხვარები, რაც ადამიანური რესურსების განვითარების და რაც მთავარია, დროის და რესურსების დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.
დამტკიცდა და ძალაში შევიდა სტატისტიკური გამოკვლევის შემდეგი ელექტრონული კითხვარები: სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის კვარტალური გამოკითხვის კითხვარი, მონაცემები საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ კითხვარი და საწარმოთა კვარტალური სტატისტიკური გამოკვლევის კითხვარი.