ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯავედ ლუდინმა განაცხადა, რომ ქაბული ვანიშგტონთან შავ ზღვამდე ახალი სარკინიგზო მარშრუტის გახსნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე გაივლის.
"ერთი კონკრეტული იდეა, რომელიც ამ დილით განვიხილეთ ამერიკის მთავრობასთან ერთად, მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას ალტერნატიული დერეფანი ავღანეთისთვის", _ გამაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, გარდა მათ ხელთ არსებული სატრანზიტო გასასვლელებისა აღმოსავლეთში და პაკისტანისა და ირანის გავლით, "ჩვენ ვაყენებთ იდეას შავი ზღვის დერეფნის შექმნის შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ რკინიგზა თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ნაწილის გავლით",_ განაცხადა ლუდინმა ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტში ექსპერტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ ეს საკითხი დღეს აშშ-ის წინაშე დავაყენეთ და მისი მხრიდან სრული მხარდაჭერა მივიღეთ. ცალკე ვესაუბრეთ თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს იმის შესახებ, რომ ასეთი მარშრუტი შევქმნათ",_ განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ახალი მარშრუტი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ავღანეთს საშუალებას მისცემს, მიიღოს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც საზღვაო პორტებისკენ მიდის.
"იგი უკვე თითქმის მზადაა, ვინაიდან სარკინიგზო მიმოსვლა უკვე არსებობს ავღანეთის სასაზღვრო პუნქტ ააკინადანა შავი ზღვამდე. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ეს მიმართულება ჯერ მარშრუტი არ გამხდარა და ეს ძალიან უცნაურია", _ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ აშშ სხვა მარშრუტებს იყენებს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის ბალტიის სახელმწიფოებზე და ა.შ. მაგრამ ისინი, ხომ გრძელი მარშრუტებია, იმ დროს, როდესაც ეს იქნება გაცილებით უფრო მოკლე და ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს მარშრუტი ამოქმედდეს. ხოლო როდესაც ის ამოქმედდება ის უზრუნველყოფს ავღანეთისათვის ე.წ. მესამე მარშრუტს - მესამე გასასვლელს ზღვაზე", _ აცხადებს ლუდინი.