სპეციალისტთა განმარტებით, მობილური ტელეფონები ეკოლოგიისთვის სახიფათოა, რადგანაც ისინი ბევრ ქიმიურად საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მწარმოებლები დღეს უფრო ნაკლებ ტოქსიკურ ნივთიერებებს იყენებენ, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა.
მეცნიერებმა ერთგვარი კვლევა ჩაატარეს და შეადგინეს ტელეფონების რეიტინგი ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობის მიხედვით. დადგინდა, რომ ყველაზე ნაკლებ მომწამლავ და სახიფათო ნივთიერებებს შეიცავს სმარტფონი Citrus-ი, რომელიც Motorola Mobility-ისგან არის წარმოებული. ასევე ნაკლებ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავენ iPhone 4S-ი Apple-ისგან და Remarq-ი LG-ისგან.
რაც შეეხება Apple-ის სმარტფონების უკანასკნელ მოდელს - iPhone 5 რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. ხოლო მისი მთავარი კონკურენტი Samsung Galaxy III მეექვზე პოზიციაზეა.
iPhone-ს პირველი მოდელი, რომელიც 2007 წელს გამოვიდა, რეიტინგში უკანასკნელ, 36-ე ადგილზეა.