10-15 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიის ორგანიზებით საქართველო ეროვნული სტენდით და ორი პრეზენტაციით წარდგება ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელსაც 500-წლიანი ისტორია აქვს, მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ლიტერატურული აგენტი იღებს მონაწილეობას და წარმოადგენს ასიათასობით დასახელების წიგნს.
საქართველოს მონაწილეობას აღნიშნულ ბაზრობაზე ქართული წიგნისა და ლიტერატურის განვითარების და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
წელს დაგეგმილია ორი პრეზენტაცია: 1. ფორუმ დიალოგის ფორმატის ფარგლებში ქართველი ქალი ავტორების (ანა კორძაია-სამადაშვილი, ნენე კვინიკაძე, ნინო ხარატიშვილი) ნაწარმოებების კითხვა გერმანულ ენაზე 2. საქართველოს ეროვნულ სტენდთან უცხოელი გამომცემლებითვის და ლიტერატურული აგენტებისთვის „ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია".
ამასთანავე, დაგეგმილია რიგი შეხვედრები წამყვანი გერმანული და ბრიტანული გამომცემლობების წარმომადგენლებთან.
ქართული დელეგაცია ფრანკფურტში 9 ოქტომბერს მიემგზავრება.