ოქრო გაძვირებას განაგრძობს. დღეისთვის ერთი უნცია ოქროს ფასი 1 789,69 დოლარია. ოქტომბრის ფიუჩერსებით, 1 უნცია ოქროს ღირებულება უნციაზე 1 786,80 დოლარია, ხოლო დეკემბრისთვის წინასწარი კონტრაქტების თანახმად, 1 790,90 დოლარს შეადგენს. ლონდონში, დილის ვაჭრობისას, ერთი უნცია ოქროს ფასმა
1 786,50 დოლარი შეადგინა, ხოლო საღამოს ვაჭრობაზე მისმა ღირებულებამ - 1 775,25 დოლარი.
ოქროს ფასმა გამყარება მას შემდეგ დაიწყო, რაც European Banking Authority-ის კვლევები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ესპანეთისა და საფრანგეთის საბანკო სისტემას იმდენი სახსრები აქვთ, რომ კრიზისის ახალ ტალღას გაუმკლავდნენ.