სავარაუდოდ ქვეყანაში გიგანტური ჰესები აღარ აშენდება. როგორც დღეს ბიზნესმენებთან შეხვედრისას "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა გიგანტური ჰესების მშენლობის საკითხი აუცილებლად უნდა გადაიხედოს და გახდეს ფართო განხილვის საგანი.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ის მომხრეა ქვეყანაში, ძირითადად საშუალო და მცირე ჰესების აშენების. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ქვეყანა საკმაოდ მზიანია და მნიშვნელოვანია ამ მიმართლებითაც განვითარდეს ბიზნესი.
მან ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთ დროს მისი ერთ-ერთი კომპანია საქართველოში ამ ბიზნესის განვითარებით იყო დაკავებული და სამომავლოდ შესაძლებელია ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.