"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში საფონდო ბირჟის სასწრაფო განვითარების მიზანს ვერ ხედავს. როგორც პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისე განვითარებული და არც ადამიანთა შემოსავალია იმდენი, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფომ მიზნად საფონდო ბირჟის განვითარება დაისახოს.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად და ბიზნესის განვითარებასთან ერთად ქვეყანაში საფონდო ბირჟაც თავისით განვითარდება და თუ შემდგომ სახელმწიფოსგან რაიმე დახმარება გახდება საჭირო, ხელისუფლებაც ბირჟის განვითარებისათვის ყველაფერს გააკეთებს.