კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა გათავისუფლდნენ მონოპოლიებისაგან.
"ქორთიარდ მარიოტში" ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის არ შეგუება მონიპოლიებს და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამოქმედებს ანტიმონოპოლიურ სამსახურს.
"თქვენ თვითონვე იზრუნეთ, რათა გათავისუფდეთ დროულად ამისგან, თუ ასეთი რამე თქვენს ბიზნესში არსებობს", - მუწოდა ბიზნესმენეს ივანიშვილმა.
"ქორთიარდ მარიოტში", კოალიციის ლიდერთან შეხვედრაზე, დაახლოებით 250 ბიზნესმენია შეკრებილი. ბიზნესმენები აცხადებენ, რომ აქამდე თავდაცვის პოზიციაში ყოფნა უხდებოდათ და იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში პროცესები ბიზნესისთვის სასარგებლოდ განვითარდება.