კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა არაადეკვატური ფასები მოკლე ვადაში დასწიონ.
"ქორთიარდ მარიოტში" ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილმა მიმართა ბიზნესმენებს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ შეიქმნას კონკურენტული გარემო და ის არაადეკვატური ფასები, რომელიც დღეს საქართველოში გარკვეულ პროდუქციას ადევს მაქსიმალურად მოკლე ვადაში იქნეს დაწეული.
"ქორთიარდ მარიოტში", კოალიციის ლიდერთან შეხვედრაზე, დაახლოებით 250 ბიზნესმენია შეკრებილი. ბიზნესმენები აცხადებენ, რომ აქამდე თავდაცვის პოზიციაში ყოფნა უხდებოდათ და იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში პროცესები ბიზნესისთვის სასარგებლოდ განვითარდება.