"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის განხილვას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ საქართველოსთან რაიმე სახის მოლაპარაკება ვაწარმოოთ. ეს არაადეკვატური დოკუმენტია - ქართულ ისტებლიშმენტში საუბრებისა საბაბი, ეს საქართველოს შიდა საკანონმდებლო აქტია",_ აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
"ჩვენ არ ვოპერირებთ ტერმინით "ოკუპირებული ტერიტორიები" - არსებობს ცნება - ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის აგრესიის შედეგად წარმოიქმნა: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და აფხაზეთის რესპუბლიკა.
რუსეთი - საერთაშორისო სამართლის ამ სუბიექტებთან აქტიურ დიალოგს აგრძელებს. ბევრს ეს ჯერ არ გაუცნობიერებია, დრო უნდა გავიდეს იმისათვის, რომ ყველა მიხვდეს, რომ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფობის წარმოქმნით ამიერკავკასიაში ახალი პოლიტიკური რეალობა გაჩნდა",_ აცხადებს ლუკაშევიჩი.