ორშაბათიდან დაიწყება კონკრეტული მუშაობა უკვე სამინისტროებში, - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ
"სამთავრობო ტრანზიციის კონსულტაციები დაიწყო. ეს კონსულტაციები სავარაუდოდ გაგრძელდება ორშაბათს. ჩვენ გვაქვს მოსაზრებები. კონკრეტულ უწყებებში დაიწყება ტრანზიცია და კონსულტაციები უკვე ორშაბათიდან. ჩვენ გვქონდა ასევე, იმ საკითხებზე, რომ დღეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პრობლემა, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში და მოემზადება ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი უკვე მთავრობის დაკომპლექტების საკითხებით, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო. პრინციპული შეთანხმება ამ საკითხებზე შედგა. ორშაბათიდან დაიწყება უკვე კონკრეტული მუშაობა უწყებებში, სამინისტროებში, რათა სამთავრობო გადაბარების პროცესი იყოს სწარფი და უმტკივნეულო", - განაცხადა ალასანიამ.
შეხვედრას "ქართული ოცნებიდის" მხრიდან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.
მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები კი გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი იყვნე.