,ჩვენი გუნდი კმაყოფილია დღევანდელი შეხვედრით", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
,,ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა იყო. ჩვენ განვიხილეთ მთავრობის გადაბარების საკითხები. Mმომდევნო შეხვედრა სავარაუდოდ, ორშაბათს შედგება და ჩვენი გუნდი კმაყოფილია დღევანდელი შეხვედრით. ტექნიკური დეტალები დგინდება და დამატებითი დეტალები თქვენთვის ორშაბათს გახდება ცნობილი", _ განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე იმსჯელობა არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მომდევნო შეხვედრა ორშაბათს იგეგმება.