"შეხვედრამ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა", _განაცხადა ჟურნალისტებთან უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, ,,ქართული ოცნების" წარმომდგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
,,შეხვედრამ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა. Bბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მიმდინარე კონსტიტუციური ტრადიციისა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შედეგად. შევეხეთ ასევე იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების შედეგების შეჯამებასთან. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებ ამ პროცესს, რათა ყველაფერი დასრულდეს კონსტიტუციურად, მშვიდობიანად", _განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ,,ქართულ ოცნებას" შორის ორშაბათს გაიმართება. დღევანდელ შეხვედრას "ქართული ოცნებიდის" მხრიდან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებოდნენ. მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები კი გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი იყვნენ.