საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სახელმწიფო კანცელარიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან შეხვედრით კმაყოფილია. მისი თქმით, შეხვედრის შედეგი ის არის, რომ ორივე მხარე ძალიან კარგად აცნობიერებს საკუთარ პასუხიმგებლობას ქვეყნის წინაშე.
"ძალიან კონსტრუქციული და დადებითი შეხვედრა იყო. გამოჩნდა რომ ორივე მხარე ძალიან კარგად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, რომ ქვეყანში იყო წესრიგი და პირველი გადაცემა დემოკრატიული ხელისუფლების მოხდეს მშვიდ, სტაბილურ და ნორმალურ ვითარებში. ეს პროცესი დავიწყეთ დღეს. ორშაბათს უკვე შემდეგი შეხვედრა გაიმართება და გავაგრძელებთ მსჯელობას ყველა იმ კონრეტულ ნაბიჯსა და კონკრეტულ საკითხზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ხელისუფლების და მთავრობის გადაბარება მოხდეს მშვიდად", - განაცხადა შეხვედრის დასულების შემდეგ ბაქრაძემ.
შეხვედრას "ქართული ოცნებიდის" მხრიდან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.
მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები კი გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი იყვნენ.