რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში ვიზიტის საკითხი ჯერ -ჯერობით ღიად რჩება. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
"ეს საკითხი ჯერ ჯერობით ღიად რჩება, იმიტომ, რომ ჯერ ხმების დათვლა არ დასრულებულა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ასახულია ჩვენი მოლოდინები. ვნახოთ როგორი იმოქმედებს ხელისუფლების ახალი კონფიგურაცია. მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ რაღაც დასკვნებს",_ აცხადებს ლუკაშევიჩი და აღნიშმავს, რომ საქართველოში ცვლილებებს არა მხოლოდ რუსეთში არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ელიან.