სახელმწიფო კანცელარიაში მოქმედი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე არც ერთ მხარეს ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
შეხვედრას "ქართული ოცნებიდის" მხრიდან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებიან.
მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები კი გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი იქნებიან.