კოალიცია "ქართული ოცნების" გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
რუსთავის სასამართლომ მამუკა არეშიძეს საჩივარი არ დაკმაყოფილა.
არეშიძე ვაზიანის 33-ე, 34-ე, 38-ე და სპეცუბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. მისი განცხადებით, სამხედრო პირები, რომლებიც ვაზიანის ბაზაზე მსახურობენ და არ არიან ჩაწერილი გარდაბანში, მაჟორიტარულ აჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.