,,შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმ მექანიზმებზე, რამაც უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ მშვიდობიანი, არამედ უდანაკარგო გადასვლა ერთი მთავრობიდან მეორეზე", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განცხადებით, ქვეყანას ჯერ კიდევ ,,ნაციონალური მოძრაობა" მართავს.
"ქართულ ოცნებას" ქვეყნის მართვაზე ჯერ მხოლოდ მორალური პასუხისმგებლობა დაგვეკისრა. ხელთ არ გვიპყრია სათანადო ბერკეტები და ეს ბერკეტები ძველი მთავრობის ხელში რჩება. ამიტომ შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმ მექანიზმებზე, რამაც უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ მშვიდობიანი, არამედ უდანაკარგო გადასვლა ერთი მთავრობიდან მეორეზე", _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები სახელმწიფო კანცელარიაში 13:00 საათზე შეხვდებიან.