თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში სარჩელი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით ბეჟუაშვილმა შეიტანა.
დეპუტატობის კანდიდატი კომისიის მიერ თეთრიწყაროს 23-ე მაჟორიტარულ ოლქში კენჟისყრის შედეგების გაბათილებას ასაჩივრებს.
დავით ბეჟუაშვილი საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს. სასამართლო პროცესი თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში დღეს დილითაა ჩანიშნული და სარჩელი ერთი დღის ვადაში განიხილება.