აღმასრულებელ ხელისუფლებასა და არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში 13:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრას "ქართული ოცნებიდის" მხრიდან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრებიან.
მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები კი გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი იქნებიან.