თურქეთის ტანკები სირიის საზღვარს უახლოვდება. სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე მთავრობამ უკვე მიიღო პარლამენტის თანხმობა. ერთწლიანი მანდატი ითვალიწინეებს ძალის გამოყენებას საზღვრების დასაცავად.
"ის რისი მიღწევაც ჩვენ გვსურს არის მხოლოდ მშვიდობა და რეგიონში უსაფრთხოება. ჩვენ არ გვსურს ომის დაწყება, რადგანაც თვალნათლივ ვნახეთ ერაყის, ავღანეთისა და ირანის შედეგები. მაგრამ თურქეთი საკმაოდ ძლიერია, რათა დაიცვას საკთარი საზღვრები და საკუთარი მოქალაქეები. არავის ვურჩევ გამოსცადოს ჩვენი ძალა ამ საკითხში", - განაცხადა თურქეთის პრემიერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
თურქეთი ვერ დაამშვიდა სირიის მხრიდან ბოდოშის მოხდამ. ანკარაში სირიის საწინააღმდეგო დემონტრაციებში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და პოლიციას დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენის გაზის გამოყენება დასჭირდა.
შეგახსნებთ, რომ ოთხშაბათს, 3 ოქტომბერს სირიის ტერირორიიდან ნასროლმა ჭურვმა თურქეთის აკჩაკალის რეგიონში 5 ადამიანი იმსხვერლა, 9 დაიჭრა. იმავე საღამოს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო დარტყმა მიიტანეს სირიის ტეროტორიაზე.
სირიის ხელისუფლლებამ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში მოომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით.
იმ გრემოების გათვალისწინებით, რომ სირიის მხრიდან ეს არ არის პირველი ინცინდენტი თურქეთში მას საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ ტრანსსასაზღვრო სამხედრო ოპერაციის ჩატარება, არ ნიშნავს სირიისთვის ომის გამოცხადებას, არამედ ეს იქნება თავდაცვითი სამხედრო ოპერაცია.