დღეს, 5 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კოალაცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართება. "ქართული ოცნების" ლიდერი ბიზნესმენებისგან ბიზნესქტორში არსებულ ვითარებასა და პრობლემებზე მოისმენს ინფორმაციას. ივანიშვილი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, "ქართული ოცნმების" სამომავლო ხედვებს გააცნობს.
წინასწარი ინფორმაციით, ივანიშვილი ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით გარკვეულ "მესიჯებს" გააღჟერებს.