თბილისში, კალაუბანში „საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. თვითმხილველთა მტკიცებით, ადგილზე გასროლაც მოხდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით „საქართველოს ბანკის ფილიალიდან 7 ათასი დოლარი და 3 ათასი ევრო გაიტაცეს, თუმცა გატაცებული თანხის მოცულობა ამ დროისათვის არ კონკრეტდება.
„საქართველოს ბანკში" განმარტავენ რომ თავდასხმაში ერთი ადამიანი მონაწილეობდა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა და ძარცვის ფაქტი გადაღებულია სათვალთვალო ვიდეო კამერებით.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ.