ზუგდიდში მომხდარ უბედური შემთხვევის შედეგად სამი წლის ბავშვი დაიღუპა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,თავისუფალი დემოკრატების" პრესსამსახურის უფროსმა ვაკო ავალიანმა განცხადა შემთხვევა ,,ქართული ოცნების" აქციის დასრულების შემდეგ მოხდა.
,,კოალიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი სამარშრუტო ტაქსში ადიოდა. სამი წლის მცირეწლოვანი შვილი კი, რომელიც უყურადღებოდ დარჩა, ავტომანქანის ქვეშ შეძვრა, შემდეგ ბავშვს სამარშრუტო ტაქსმა გადაუარა", _ განაცხადა ავალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ,,ქართული ოცნების" აქცია გაიმართა.