4 ოქტომბერს ეროვნული ბანკის 7-დღიან N40, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 400 200 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა.
სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ექვს კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.75 პროცენტი, მაქსიმალური 5.90 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 5.79 პროცენტით განისაზღვრა.